პოლიციამ ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ორი დღის წინ სოფელ ნაღობილევში 30 წლის ქობულეთელი კაცი მოკლეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ის ოზურგეთში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს და 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.