ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქია გააქტიურდა

14 აგვისტო 2017, 00:00 2376 ნახვა

ღვარცოფი და ევაკუაცია ამალი - დევდორაკის ხეობაში. ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ქვეითების გადაადგილება შეჩერებულია მცხეთა- სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე. მოძრაობა სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად, რისკის შემცირების შემდეგ აღდგება. ამალი-დევდორაკის ხეობაში წარმოქმნილი  ღვარცოფის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას და ვიდეო-მასალას ავრცელებს.

ამბობენ, რომ ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს. სტიქიურ პროცესზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი