გაუსაძლის სიცხეს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა

09 აგვისტო 2017, 00:00 3782 ნახვა

იაპონიაში ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, რამაც 9 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. მაღალი ტემპერატურის გამო სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 5.7 ათასმა ადამიანმა, მათგან 1,9 ათასი გადაყვანილი იქნა სტაციონარულ მკურნალობაზე. სიცხის გამო დისკომფორტს ხანდაზმულთა 50% განიცდის.

იაპონიის დასავლეთით მდებარე კუნძულებზე ტემპერატურა უკვე ერთი თვეა 35 გრადუსს აჭარბებს. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მოვლენებს იაპონიაში ,,სითბოს ტალღებს“ უწოდებენ. როგორც, ქვეყნის კლიმატოლოგები აცხადებენ, ამინდის ასეთი, მეტად საშიში გამოწვევები გახშირდება, თუ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება არ მოხდება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2100 წლისათვის მაღალი ტემპერატურის გამო მსოფლიო მოსახლეობის 75% დაზარალდება.

წყარო - ria. ru - rtr.md

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი