მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობაში რჩებიან. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არც ამჯერად დააკმაყოფილა.
პაატა შავაძე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდა. 11-12 მარტის აქციის საქმეზე დღეს სასამართლოში შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა.