სააკაშვილი პოლონეთს ტოვებს

07 აგვისტო 2017, 00:00 2591 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ წერს პოლონელი დეპუტატი. მალგორზატა გოსიევსკამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება  ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.  „გაცნობებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის შესახებ.

ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი.  ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული“, - წერს დეპუტატი.  

ამავე კატეგორიაში