„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ აჭარის მაღალმთიანეთში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, მოქალაქეებს საუკეთესო განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ, ხელისუფლებისათვის მთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.
ზურაბ ალავიძემ ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ასევე გოდერძის უღელტეხილიდან ბეშუმამდე მონაკვეთიც მოწესრიგდება. „შუამთობაზე“ შეკრებილებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემაც მიმართეს.