რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის თვითმმართველობებში? ამ საკითხზე ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა. განიხილეს კონკრეტული მაგალითები თუ არ ბარიერები არსებობს საჭირო საჯარო ინფორმაციის დროულად მისაღებად.
ასევე ითქვა, რომ მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობასა და პრიორიტეტების განსაზღვრის დროს დაბალია. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გაუმართავია თვითმმართველობის ოფიციალური ვებ - გვერდები სოციალურ ქსელში. გამოთქმულ შენიშვნებს პროექტის ინიციატორი დოკუმენტის სახით შეიმუშავებს და ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით რეკომენდაციებს გასცემს.