დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დღეს სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს. ამ ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით.
თხრილი ორი კვირის წინ სოფელ ყარაფილასთანაც გაავლეს რუსმა ოკუპანტებმა. აღნიშნული სოფელი, ცენტრალური მაგისტრალიდან 1 კილომეტრში მდებარეობს.