საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ინიციატივით მიმართა. მაიკ პენსი გიორგი მარგველაშვილის წინადადებით დაინტერესდა. ინიციატივა, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგს კიდევ უფრო გააღრმავებს.