როგორია იმ საუბრის გაგრძელება, რომელშიც ბრალდებული გიორგი მამალაძე, მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეუბნება სიტყვებს – “შორენა თეთრუაშვილის მარილზე გაშვება?” ამ ვიდეო - ჩანაწერიდან მედიაში მხოლოდ ნაწილი გავრცელდა, ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ სხდომაზე კი წერილობითი, ასევე ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
პროკურორი ამბობს, რომ დასტურდება დეკანოზის ბრალეულობა და მან მართლაც მოამზადა მკვლელობა, დაცვის მხარე კი შეუსაბამობებზე საუბრობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე დეკანოზს უთვალთვალებდნენ. რა ჩანს ამ ვიდეო - კადრებში? როგორია მხარეთა პოზიციები?