მოსახლეობა ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს

28 ივლისი 2017, 00:00 2727 ნახვა

გენერალ აბაშიძის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის და სკვერის მოწყობა იგეგმებოდა, ახლა კი მათი ინფორმაციით, მერია ტერიტორიას ყიდის. ადგილზე ''ევროპული საქართველოს'' წევრები იმყოფებოდნენ.  ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი მათთვის ცნობილია, თუმცა  დღეს კომენტარი არ გაკეთდება.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი