დღეს C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა დღეს უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა მედიკოსებთან ერთად შეაჯამეს.
კვირეულის ფარგლებში აღნიშნული კომისიის წევრებს ც ჰეპატიტზე გამოკვლევაც ჩაუტარდათ. უფასო გამოკვლევები მოსახლეობისთვის დღეს ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა.