ღია წერილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს

28 ივლისი 2017, 00:00 2366 ნახვა

საქართველოში მოქმედი 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. მასში  საუბარია  იმ საკითხებზე, რომლებიც მათი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მიაჩნიათ. მთავარ პრობლემად მესამე სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ამ  პროცესებმა კი მესამე სექტორის შეფასებით, შესაძლოა შელახოს კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, გამოიწვიოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოების  შემდგომი პოლარიზება. 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდნეტის ყურადღების გამახვილებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ  სასამართლოს რეფორმების მესამე ტალღის, სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე კონტროლის არ არსებობისა და მედია გარემოს შესახებ. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ მედია გარემო ქვეყანაში გაუარესდა და პლურალიზმის შემცირების მცდელობებია.  ,,გვჯერა, რომ ქართული დემოკრატიის წარმატება აშშ-ისა და დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებშია. თქვენი მომავალი ვიზიტი ამის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა”-ნათქვამია წერილში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი