ბათუმის მოვლენები - სასამართლო პროცესი

27 ივლისი 2017, 00:00 2250 ნახვა

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. მიზეზი  კვლავ მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ბრალდებულის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, დაკავებულს ქირურგიული ჩარევა  ესაჭიროება.

პროცესზე, მოსასამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში მისულ ღოღობერიძეს სასწრაფო სამედიცინო  დამხარება დასჭირდა და საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. ბრალდებული ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. პროკურორები აცხადებენ, რომ დაცვის მხარე ამ ფორმით საქმის გაჭიანურებას ცდილობს. მოსამართლემ მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს ჩანიშნა.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი