„თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო პარლამენტმა დაძლია. „თვითმმართველობის კოდექსზე“ დადებული ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ იქნა დაძლეული, „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტო ასევე დაძლეულია - 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ორგანომ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა და ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ამოქმედდება.