მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება დევნილთა და განსახლების მინისტრი. სობარ სუბარი დარწმუნებულია რომ ის, რაც მოხდა, კანონიერია. მინისტრს სჯერა, რომ საქართველოს ექს პრეზიდენტი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს.
''ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის რაც მოხდა, იქნება კანონიერი. კანონს სააკაშვილის გამო არავინ დაარღვევდა. მე ყოველთვის ვიყავი ერთ რამეში დარწმუნებული, სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე და ის აუცილებლად მოიხდის თავის კუთვნილ სასჯელს მატროსოვის ე.წ ნომერ მეცხრე დაწესებულებაში. '' - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა .