პოლიციელი  არჩილ დევრიშაძე  წინასწარ პატიმრობაში დარჩა

26 ივლისი 2017, 00:00 2704 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  პოლიციელი  არჩილ დევრიშაძე  წინასწარ პატიმრობაში რჩება. მას  გამოძიება სამსახურეობრივი ცეცხსასროლი იარაღის  გამოყენებით ხულიგნობას ედავება.

საუბარია 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ბრალდების მხარისა  და თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელმა მოქალაქე რომან ქათამაძეს ესროლა, დაემუქრა  და იქვე მყოფ სხვა პირებსაც შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ საქმეში 6 პირი ცნო დაზარალებულად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი