რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა

26 ივლისი 2017, 00:00 2429 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკას არ ამკაცრებს და  რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 7 პროცენტზე ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ეროვნული ბანის პრეზიდენტმა დღეს ბათუმში გააკეთა, სადაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა არსებულ პროგნოზთან შესაბამისობაშია და მიმდინარე წელს მაღალი შენარჩუნდება, თუმცა კობა გვენეტაძე პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ პროცესი დროებითია და ინფლაციის მაჩვენებელი წლის მეორე ნახევრიდან შემცირდება, მომავალი წლის დასაწყისში კი მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით მიმდინარე წლის პირველი ნახევრში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი მოსალოდნელზე მაღალ ზრდაზე მიუთითებს რასაც საგარეო სექტორის გაუმჯობესებით -  საქონლისა და მომსახურების – ტურიზმით, ექსპორტითა და ასევე ფულადი გზავნილების ზრდით ხსნის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი