იტალიაში 4 ქართველი დააკავეს. ისინი მილანის პოლიციამ სამთვიანი გამოძიების შედეგად აიყვანა. ჯგუფი ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. ჯგუფის დაკავება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ.
ჯგუფი ოთხი ქართველისგან შედგებოდა. ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტეს, ლომბარდიისა და ვალე დაოსტას პროვინციებში ეწეოდნენ.