საზაფხულო სკოლა

24 ივლისი 2017, 00:00 3307 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა იუბილარია.  უკვე 10 წელია სტუდენტებს სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელზე, სისხლის სამართლის პროცესში მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტებსა  და გამოხატვის თავისუფლებაზე  ლექციებს უკითხავენ.

საზაფხულო სკოლის მსმენელები სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში უცხოელ და ქართველი ექსპერტებს მოუსმენენ.  წარმატებული კურსდამთავრებულები კი საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებას გაივლიან. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი