მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

24 ივლისი 2017, 00:00 3278 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული პირების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას  სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას  ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე.

როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, ამიტომ შესაძლოა დღეს ჩანიშნული პროცესი გადაიდოს. იმ შემთხვევაში, თუ ღოღობერიძის პროცესებზე დაუსწრებლობა სისტემატურ ხასიათს მიიღებს, შესაძლოა ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ  ღოღობერიძის საქმეები გაიყოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი