კამათი მიწის ნაკვეთის გადაცემის გამო

07 ივნისი 2016, 00:00 4755 ნახვა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც  საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა, დაბა ჩაქვში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აჭარის ქუჩის მიმდებარედ არსებული 2 ათას 200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს შეეხო. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი ფიზიკური პირის დროებით სარგებლობაშია. ქონების მართვისა და აგრარული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ტერიტორია. ფიზიკური პირი ვერ გამოთქვამს პრეტენზიას, რადგან არ დგინდება მის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში