გამგებლობის კანდიდატების წარდგენა

20 ივლისი 2017, 00:00 2576 ნახვა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ხულოსა და შუახევში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობას მიიღებს ნუგზარ სოლომონიძე. იგი ხულოს საკრებულოს წევრია.

საკრებულოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა,  მოგვიანებით კი პარტია დატოვა  და „ევროპული საქართველოს“ შეუერთდა. რაც შეეხება შუახევს – აქ პარტიის კანდიდატი მირზა  თურმანიძეა. იგი 2008 - 2011 წლებში შუახევის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. მიმდინარე წლის თებერვლიდან კი „ევროპული საქართველოს” შუახევის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. კანდიდატები მოსახლეობას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში