პრეზიდენტის ვეტო

20 ივლისი 2017, 00:00 2087 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ვეტო. გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას, ასევე პრეზიდენტი  მიიჩნევს რომ დაკნინებულია თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა, იმ ცვლილებებით რისი განხორციელებაც იგეგმება “საარჩევნო კოდექსში.” ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნება. პრეზიდენტს იმედი აქვს რომ კანონმდებლები ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი