კონფერენცია საავტორო უფლებებზე

20 ივლისი 2017, 00:00 1368 ნახვა

ბათუმი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქპატენტის მიერ ორგანიზებულ მესამე საერთაშორისო კონფერენცია მასპინძლობს. მონაწილეები საავტორო უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობენ.

კონფერენციაზე საქართველოში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზეც იმსჯელებენ, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, მათ შორის ციფრულ სამყაროში საავტორო უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. განიხილება ასევე საავტორო უფლებების დარღვევისა და მეკობრეობის წინააღმდეგ კერძო და საჯარო უწყებებს შორის დიალოგის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი