ოდესასა და ბათუმს შორის ურთიერთთანამშრომლობა 2005 წლიდან იწყება. ბათუმთან დამეგობრებული ქალაქებია ტერნოპოლი, დონეცკი და იალტა. მათთან შეთანხმებები სხვადასხვა დროსაა გაფორმებული. მათ შორის, ბოლო ასეთ დოკუმენტს 2013 წელს, სწორედ ერთ-ერთ ბიზნეს ფორუმზე ბათუმში მოეწერა ხელი.
მაშინ მხარეებმა აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული მიმართულებებით. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სფეროდ კი- ტურიზმი დასახელდა. რა სარგებელი მოუტანა რეგიონს უკრაინის ქალაქებთან თანამშრომლობამ და რომელი მიმართულებაა ყველაზე წარმატებული, ასევე როგორია სტატისტიკა ტურისტებისა და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით?