გიორგი მამალაძის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა

18 ივლისი 2017, 00:00 2466 ნახვა

წლის ყველაზე რეზონანსული საქმის მორიგ სასამართლო სხდომაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, პატრიარქის ძმისშვილი დიმიტრი შიოლაშვილი დაკითხეს. მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და დეტალებზე არ ისაუბრა. მის ნაცვლად კი, მიტროპოლიტის პასუხები დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გაახმოვანეს დაცვის და ბრალდების მხარეებმა. ვისთვის რა გამორიცხა მიტროპოლიტის დაკითხვამ?

ადვოკატები, ამბობენ, რომ გამოძიების ვერსია, თითქოს ბრალდებულს კარიერულ წინსვლაში ხელს შორენა თეთრუაშვილი უშლიდა და ეს მისი მკვლელობის მომზადების მოტივი იყო, შიოლაშვილის ჩვენებამ გააბათილა. პროკურორი კი სხვა დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, ამბობს, რომ სასულიერო პირმა დაადასტურა, რომ საპატრიარქოში არსებული ქონებრივი მაქინაციები, რაზეც გიორგი მამალაძემ წერილი გამოაქვეყნა უსაფუძვლოა. დაიკითხა საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორიც, რომელმაც ზვიად გუბელაძის განცხადებით, ისაუბრა იმაზე, რომ მამალაძეს თეთრუაშვილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი