არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების რეგიონული კამპანია დასრულდა. პროექტის ბოლო ღონისძიება ბათუმში გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, ასევე განიხილეს არბიტრაჟის უპირატესობები და დავის პროცესში წარმოქმნილი საკითხები. პროექტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს რვა ქალაქში გაიმართა .