მეუფე დიმიტრი: ''ვილაპარაკე სიმართლე და არაფერი სხვა''

18 ივლისი 2017, 00:00 4029 ნახვა

"ვილაპარაკე სიმართლე და არაფერი სხვა" - ეს კომენტარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.  მეუფე ე.წ ციანიდის საქმეზე,  სასამართლო სხდომაზე დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა.

მეუფე დიმიტრის ინფორმაციით, სხდომაზე უპასუხა კითხვებს, რომლებიც  გიორგი მამალაძესთან მის ურთიერთობას უკავშირდება. "აინტერესებდათ ჩემსგან თუ რა ურთიერთობა მქონდა დეკანოზთან. მე მასთან მქონდა ურთიერთობა, როგორც მღვდელმთავარს. მე მივეცი ჩვენება, რომ ვიცნობ  გიორგი მამალაძეს, მქონდა ურთიერთობა და ა.შ.  ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა" - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

სხდომის დაწყებამდე საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა განაცხადა, რომ   მეუფე დიმიტრისთან კითხვები გიორგი მამალაძის  პიროვნებასთან დაკავშირებით აქვთ, ასევე აინტერესებთ თუ როგორ და ვისი ინიციატივით მოხდა მამალაძის საპატრიარქოში დაწინაურება. ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, მეუფეს პატრიარქის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებითაც  დაკითხავდნენ, რადგან მკვლელობა სწორედ გერმანიაში იგეგმებოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი