შეზღუდვები ელექტრომომარაგებაში

18 ივლისი 2017, 00:00 2334 ნახვა

ხვალ, 11-დან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩას, თამარის დასახლებასა და სალიბაურს; 10-დან 18 საათამდე კი ყოროლისთავს, ორთაბათუმსა და აგარას.  

10 საათიდან 18 საათამდე  ელექტრო ენერგია შეუწყდება  ხელვჩაურში ახალშენისა და  ახლისოფელის აბონენტებს.იგივე პერიოდში  ქობულეთში  ალამბარს, ზენითსა და სოფელ ქობულეთს.  

მაღალმთიან აჭარაში დილის 5-დან 8 საათამდე შუქის მიწოდება შეუწყდება კურორტ ბეშუმს, 10-დან 18 საათამდე კი გულებს, დაბა ქედის ნაწილს, დანდალოს, ცხმორისს, შუბანს, ოლადაურს, ჭვანას, ნაღვარევსა და წაბლანას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი