ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება

17 ივლისი 2017, 00:00 4849 ნახვა

სპორტული კომპლექსი  ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და ის 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. შენობაში კრივის, ტანვარჯიშის, ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ჭადრაკის  სექციები განთავსდება. კომპლექსის მშენებლობის ღირებულება  71 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი კომპლექსის ტერიტორიაზე 138 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობასაც ითვალისწინებს, აქვე განთავსდება საკონფერენციო დარბაზი. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სპორტული კომპლექსის აშენებამდე სპორტსმენები ვარჯიშს ალტერნატიულ ფართში აგრძელებენ.

ფართები მას შემდეგ გამოიყო, რაც ბათუმის სასპორტო სკოლის შენობის ორი ფლიგელი სამშენებლო კომპანია “ორბზე” გასხვისდა და დემონტაჟი განხორციელდა. შენობის გასხვისებას თავის დროზე საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში