პრეზიდენტის შეხვედრები სტრასბურგში

07 ივნისი 2016, 00:00 2337 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტ იაცეკ სარიუშ - ვოლსკისთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კრისტიან დან პრედასთან და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დროულად განახორციელოს სათანადო პროცედურები.

ამავე კატეგორიაში