შეხვედრა რაგბის კავშირის პრეზიდენტთან

15 ივლისი 2017, 00:00 2432 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებს და რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობას.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება, აჭარაში რაგბის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და წარმატებულ ახალგაზრდა რაგბისტებზე გაამახვილეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი