სერგეი ლავროვის განცხადება - შეფასებები

13 ივლისი 2017, 00:00 2495 ნახვა

ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ ლმობიერ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ევროპელი კოლეგები უფრო მკაფიო და მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე ქვეყნის მთავრობა. დღეს შეფასებები მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობის შესახებ.

ეს განცხადება ლავროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის წევრები იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი საზღვრის გადმოწევის საკითხი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეაფასა. “როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. ჩვენ აფხაზეთს და ”სამხრეთ ოსეთს” არ ვცნობთ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” -  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი