გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა მშვიდობიან გზას გამოვიყენებთ

13 ივლისი 2017, 00:00 3043 ნახვა

''საქართველოს ევროპული გზა'' - ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაც მისი თქმით არღვევს მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ თავსუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ასევე ადამიანების გატაცებისა და დაკავების პრობლემებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ვითარება საფრთხეს ქმნის მთელი რეგიონში მშვიდობისა და სატბილურობსი თვალსაზრისით. ამიტომ მან ხაზგასმით მიუთითა პარტნიორ ქვეყნებს საერთაშორისო ძალების კონსოლიდირებაზე, რათა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულები შეასრულოს და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს პრობლემა.  

„მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი