ტოლერატობისა მრავალფეროვნების ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს რელიგიური გაერთიანებებიდან მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას.
შესაბამისად სხვა არცერთი რელიგიური გაერთიანება მსგავსი უფლებით არ სარგებლობს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ ეს რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და 28-ე მუხლებს, რომელიც თანასწორობისა და საკუთრების უფლებას გულისხმობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.