საკონსტიტუციო სასამართლომ 42 დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო

06 ივნისი 2016, 00:00 3420 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მორიგი სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსამართლეები არსებითად განიხილავენ პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის, სულ 42 დეპუტატის სარჩელს. სადავო ნორმა მაჟორიტარული ოლქების ახალ საზღვრებს ეხება. მოსარჩელის აზრით,  არსებულ საარჩევნო ოლქებში თანაბრად არ არის განაწილებული ელექტორატის რაოდენობა, ამასთანავე საარჩევნო ოლქების საზღვრები ისეა განაწილებული, რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვებას უზღუდავს. აღნიშნულ საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ თვეში უნდა გამოიტანოს. სარჩელის ხელმომწერმა  დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 1 ივნისს მიმართეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი