საკონსტიტუციო სარჩელი

09 ივლისი 2017, 00:00 2001 ნახვა

 საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომას აგრძელებს. კონკრეტული თარიღი როდის შეიკრიბება პლენუმი უცნობია. სასამართლო ორი დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და პარლამენტის წარმომადგენლების  არგუმენტებს ისმენდა. რაც ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებლობასა და პროფესიული ინტერესებისგან თავისუფლებას ეხებოდა. მოსამართლეები  ახალი კანონმდებლობით დაინტერესდნენ,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის მექანიზმი ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს რამდენად ეფექტურია.  

შეგახსნებთ,  სარჩელი მოქალაქეებმა კამპანია ,,ეს შენ გეხებას”  ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ისინი მიიჩნევენ რომ  მოსმენების გასაღები ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს. მოსარჩელეებს შორისაა სახალხო დამცველი, ასევე სასამართლოს მეგობრის სტატუსით საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი