აჭარის დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში

08 ივლისი 2017, 00:00 2491 ნახვა

აჭარის დელეგაციის წევრები ბელარუსში შეხვედრებს განაგრძობენ. ამ წუთებში ისინი სავაჭრო სამრეწველო პალატაში მართავენ შეხვედრას. მანამდე კი ხელი მოეწერა 2017-2019 წლების შესახებ შეთანხმებას მოგილიოვის რაიონულ აღმასრულებელ კომიტეტში.

დოკუმენტი თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით ითვალისწინებს.  ზურაბ პატარაძე დღესვე  ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა. რეგიონის მთავრობის წევრებმა მიხეილ რუსისთან შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ ერთობლივი, ხორცისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი კომბინატის გახსნაზე. ბელარუსის ვიცე-პრემიერთან აუდიენციის დროს, ყურადღება გამახვილდა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და  ტურიზმის სფეროების განვითარებაზე, ასევე ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი