რატომ გადააქვთ ნარჩენები ქობულეთიდან ფოთში?

10 ივლისი 2017, 00:00 3496 ნახვა

ნარჩენები ქობულეთიდან ფოთსა და ბათუმში – ქობულეთში, ჩოლოქთან არსებული ნაგავსაყრელი თითქმის ერთი წელია დახურულია, სწორედ ამიტომ სანდასუფთავების სამსახურს ნაგავი ქობულეთიდან ფოთში, ჩაქვიდან კი ბათუმში გადააქვს.  ბათუმში იმ ნაგავსაყრელზე, რომელიც დიდი ხანია დასახურია.

ალბათ, გახსოვთ, რომ ახლის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან ნაწილის მოპარვაში დამნაშავედ სამსახურის უფროსი ცნეს, რომელიც სასჯელს იხდის. ცეცხლაურის ნაგავსაყრელის  მოწყობამდე, ქობულეთის გამგეობას ჩოლოქის ნაგავსაყრელზე ინფრატრუქტურის მოწესრიგება მოუწევს, რადგან იქ ამ ეტაპზე სატვირთო მანქანები ვერ შედიან.

ნაგავსაყრელის გახსნას კი ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან. მოლაპარაკების დასრულებამდე და ტერიტორიის მოწესრიგებამდე სანდასუფთავებას დამატებითი ხარჯის გაწევა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუწევს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი