უფასო სპეციალობების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა 

07 ივლისი 2017, 00:00 2487 ნახვა

აბიტურიენტები ცოტა ხანში ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე საგანს ჩააბარებენ, ამ დრომდე კი დაუზუსტებელია რამდენი სპეციალობა იქნება უფასო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახემწიფო უნივერსიტეტში გვეუბნებიან რომ 22, ალექსანდრე ჯეჯელავა კი ცვლილებებს გეგმავს. ამბობს, რომ  კიდევ ერთ სპეციალობას დაამატებს. თუმცა რომელს, ამას საქართველოს განათლების სამინისტროში ვერ გვიკონკრეტებენ. მინისტრის სურვილია, ასევე ამ უფასო სპეციალობებზე სამომავლოდ ბარიერი აიწიოს. თუმცა რა შედეგს გამოიღებს ბარიერის აწევა, მაშინ როდესაც, ამ სპეციალობების მიმართ ინტერესი ისედაც დაბალია?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში