თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროკურორის ინფორმაციით, დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები. დასაკითხ მოწმეთა სიაში არა ერთი სასულიერო პირია, თუმცა როდის დაიწყება გამოკითხვის პროცესი, წინასწარ ცნობილი არ არის.