11-12 მარტის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

05 ივლისი 2017, 00:00 3436 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს ახალი მოსამართლე, ლევან გელოვანი განიხილავს.

ადვოკატები საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობენ. უფლებადამცველ  დავით ჯაფარიძის  თქმით, მალხაზ ბერიძე და გიორგი გუბელაძე  საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლაშა დეკანაძეს, ადვოკატის განმარტებით, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს.

11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებული შოთა გორგაძის ინტერესებისდამცველი, დავით ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებები  აქტიურად მიმდინარეობს. 
დღევანელ პროცესზე  ოთხ მოწმეს დაკითხავენ და საქმის გამომძიებლებს მოუსმენენ. ისინი ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ.

ამავე კატეგორიაში