აჭარაში წელს ტურისტულ სეზონზე მაშველებმა  30-ზე  მეტი  ადამიანი  გადაარჩინეს 

04 ივლისი 2017, 00:00 6243 ნახვა

სარფიდან ჩოლოქის  ჩათვლით  შავი ზღვის  სანაპიროზე  110-ზე მეტი მაშველია.  მათ ამ დრომდე  30 ადამიანი გადაარჩინეს, სეზონზე,  შავი  ზღვის სანაპიროზე  ფატალური შემთხვევა არ  დაფიქსირებულა.  29 ივნისს კი  ჩაქვში,  მდინარე “ჩაქვისწყალში” 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. “ გვყავს მაშველების რეზერვი, დამსვენებლის ნაკადის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად დავამატებთ მაშველებს.  მათ  პირველადი დახმარებისა და ფიზიკური  მომზადების კურსი გავლილი აქვთ. წელს აჭარის სანაპიროს 135 მაშველი მოემსახურება, გარდა ამისა გვყავს 50 კაციანი  რეზერვი ” – აცხადებს მამუკა თურმანიძე.    

მაშველების რეკომენდაციით, ალკოჰოლური თრობისას  ან  ნაბახუსევს, წყალში შესვლა დაუშვებელია. ასევე არ არის რეკომენდებული, შუადღისას, მაღალი ტემპერატურის პირობებში ბანაობა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.  
“ზღვაზე აღმართული წითელი ალამი ნიშნავს, რომ ცურვა დაუშვებელია. ცურვა ნებადართულია მაშინ, როცა სანაპიროზე თეთრი  ალამია.  წყალში წითელი ''ტივტივების'' იქეთ  სივრცე,  მცურავი საშუალებებისთვისაა განკუთვნილი  და მოქალაქეებს ბანაობა მხოლოდ სანაპიროდან ტივტივამდე  შეუძლიათ” -  ამბობს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე. მამუკა თურმანიძის განმარტებით,  თუ მოქალაქეები ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ,  წესებსა და მაშველის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, მათი დასვენება უსაფრთხოდ ჩაივლის.  

შავი ზღვის სანაპიროზე მაშველები დილიდან საღამომდე მორიგეობენ.  საზღვაო აკვატორიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო განყოფილება, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი