FACEBOOK-ი სიახლეების ინფორმაციულობაზე იზრუნებს

04 ივლისი 2017, 00:00 4701 ნახვა

    სოციალური ქსელი იმ ადამიანების პოსტების დაფარვას დაიწყებს, რომლებიც დიდი რაოდენობით სიახლეს აზიარებენ, რაც შემდგომში სენსაციური სტატიების მომზადების საფუძველი ხდება. სოციალური მედიის გიგანტი აცხადებს, რომ ამ სიახლის მიზანი დაბალხარისხიანი ბმულების შემცირებაა.  

    ფეისბუქის კვლევამ აჩვენა, რომ  მომხმარებელთა პატარა ჯგუფები დღე-ღამეში უამრავ საჯარო პოსტს აზიარებდნენ, ხშირად ამ გაზიარებულებში დაბალხარისხიანი პოსტებიც იყო. ამიტომაც მომავალში გაზიარებული  პოსტები დახარისხდება. ახალი პოლიტიკა მხოლოდ ბმულებს,  ცალკეულ სტატიებს და დომენებს შეეხება და არა გვერდებს, ვიდეოებს, ფოტოებს, რეგისტრაციას ან სტატუსის განახლებას.

    (წყარო: independent)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში