2 ივლისს მსოფლიოს სამ ქვეყანაში სიცხის რეკორდი მოიხსნა

02 ივლისი 2017, 00:00 14231 ნახვა

თურქეთის სამხრეთში ანომალური სიცხე ფიქსირდება.  საკურორტო ქალაქ ანტალიაში ტემპერატურამ +44,+46 გრადუსი შეადგინა. ანტალიის  პროგნოზირების  ცენტრის ინფორმაციით, ეს რეკორდია. მათი ინფორმაციით, ბოლოს, 45 გრადუსი 1929 წელს იყო, წელს კი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

''ფრანსპრესის'' ინფორმაციით დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში +43, +45 გრადუსიანი სიცხის დროს, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
''გადაუდებელი სიტუაციის სამსახურმა დახმარება 200-მდე ადამიანს აღმოუჩინა, წელს პირველად, ძლიერი სიცხის შესახებ „წითელი გაფრთხილება“ ქვეყნის მასშტაბით 17 რეგიონში შემოიღეს. 

მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა  ირანშიც. გასულ კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +53 გრადუსი ფიქსირდებოდა, დღეს კი +56 გრადუსი.

ეს არის ამ პერიოდისთვის აბსოლიტური მაქსიმუმი აზიისთვის და ეს მაჩვენებელი 1 გრადუსით ჩამორჩება მსოფლიო რეკორდს

 

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი