აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი იმყოფება. იქლილ ჰაკიმთან ოფიციალური შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამართა. ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ბათუმის პორტს ეწვია. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ტვირთბრუნვისა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდა. საუბარი ბათუმის პორტთან სამომავლო თანამშრომლობასაც შეეხო.