აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში შესაძლოა ცვლილება შევიდეს. საკითხი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი ზურაბ პატარაძის მიერაა ინიცირებული და ცვლილება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებით. აღნიშნული კანონის ძალაში შესვლით აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები რიგ სხვა კანონმდებლობაშიც. ინიციატივას კომისიებში განიხილავენ.