დეპუტატების პრეტენზიები ''იაფი სახლის'' პროექტის განხორციელებაზე

28 ივნისი 2017, 00:00 3199 ნახვა

ხმაურია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებს შორის დაპირისპირება "იაფი სახლის" პროექტის განხორციელების საკითხს მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კომპანიას თანხა წინასწარ გადაურიცხეს. ნოდარ დუმბაძემ, მილიონ 700 ათასი ლარის გადახდის გამო მმართველი გუნდის წევრებს ახსნა-განმარტება სთხოვა, რასაც კამათი მოყვა.

საუბარია ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსზზე. „იაფი სახლი“, - ასე ჰქვია ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები ფართებს გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლებით მიიღებენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს რომ პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი