კამათი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

27 ივნისი 2017, 00:00 2111 ნახვა

“მის და მისტერ პლანეტას” დაფინანსების საკითხი ხვალ გაირკვევა. მერიის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე გავა.

საკრებულოს წევრები დღის წესრგით გათვალისწინებულ 22 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის ვერ მოხვდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის ინციატივა, რომელიც რეგიონიდან ხეების გატანასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობის სახელზე მომზადებულ მიმართვას ეხება.

საკითხი ბიუროს სხდომაზეც არ განიხილეს, რასაც კამათი მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მას მსგავსი ინიციატივის დაყენების უფლება ჰქონდა, რასაც კოლეგები არ დაეთანხმნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი